კითხვები და პასუხები კრედიტების შესახებ

faqმიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით უფრო და უფრო მარტივი ხდება კრედიტების მიღება, ბევრ ადამიანს ექმნება სირთულეები როგორც სწრაფ, ასევე გრძლევადიანი კრედიტის მიღებასა და დაფარვასთან დაკავშირებით. არცთუ იშვიათად, ადამიანებს სურთ მიიღონ პასუხები სხვადასხვა სახის კითხვებზე, რომლებიც ხშირად ერთმანეთის მსგავსია. ამიტომ, იმისათვის რომ გავიადვილოთ ჩვენი საქმიანობა და დავზოგოთ თქვენი დრო, ჩვენ განვიხილავთ ძირითად კითხვებს და მათ პასუხებს. მაგრამ, თუ თქვენ ქვემოთ მოცემულ განმარტებებში ვერ პოულობთ საინტერესო პასუხებს, აუცილებლად დაგვიკავშირდით და ჩვენ შევეცდებით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე უმოკლეს დროში გიპასუხოთ.

  • რატომ არის საჭირო ზოგიერთ კრედიტორებთან რეგისტრაციის თანხის გადახდა?ეს მცირედი თანხა გათვალისწინებულია თქვენი პირადი მონაცემებისა და საბანკო ანგარიშის დასამტკიცებლად.
  • რას ნიშნავს კრედიტი პროცენტის გარეშე ანუ პირველი კრედიტი უფასო?კრედიტორის ეს მომსახურება ითვალისწინებს იმას, რომ პირველ ჯერზე თანხის მიღება შესაძლებელია მომსახურების გარეშე ანუ საკომისიო გადასახადის გარეშე.
  • რამდენჯერ შემიძლია ერთი და იგივე კრედიტორთან სესხის აღება?არანაირი შეზღუდვები არ არსებობს – შესაძლებელია განმეორებითი კრედიტის აღება, მაგრამ ერთი პირობით, რომ უკვე დაფარულია აღებული სესხი.
  • როგორ უნდა შევიტანოთ საბუთები იმისათვის რომ სესხი მივიღოთ?ცხადია, რომ ინტერნეტის საშუალებით პრაქტიკულად არ არის იმის საშუალება რომ სესხის მიღებისას საბუთები წარმოადგინოთ, ამიტომ კრედიტორები მას არ ითხოვენ, საკმარისია მხოლოდ საბანკო ანგარიშის დადასტურება.
  • რა ოდენობის თანხა შემიძლია ავიღო ინტერნეტის საშუალებით?კრედიტების შედარების ცხრილში მითითებულია თითოეული მსესხებელის თანხის ოდენობა – ის შეფარდებითია და თითოეულ მსესხებელს განსხვავებული აქვს.
  • ვის შეუძლია სესხის მიღება?სესხის მიღება შეუძლია პიროვნებას რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი და იმ პირებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 75 წელს. თუმცა, გაეცანით თითოეული მსესხებლის პირობებს რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
  • შესაძლებელია თუ არა სესხის მიღება ერთდროულად რამდენიმე კრედიტორისგან?ასეთი შესაძლებლობა არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ყოველ განაცხადს თითოეული მსესხებელი ინდივიდუალურად განიხილავს და მხედველობაში იღებს მის გადახდისუნარიანობასა და საკრედიტო ისტორიას.
  • განაცხადის შეტანიდან რამდენ ხანში აისახება თანხა ჩემს საბანკო ანგარიშზე?დღესდღეობით ეს პროცესი ძალიან დაჩქარებულია, საკმარისია 10 წუთი იმისათვის რომ თანხა თქვენს ანგარიშზე დაირიცხოს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო შესაძლებელია უფრო მეტი დროც დასჭირდეს.
  • რატომ არ ხდება ჩემი საკრედიტო მოთხოვნის დადასტურება?აქ შეიძლება სხვადასხვა მიზეზი არსებობდეს, მაგრამ მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს – ასაკის შეუფარდებლობა, ცუდი საკრედიტო ისტორია, მცირე შემოსავალი და არაკორექტული ან არასწორად მიწოდებული პირადი მონაცემები.
  • როგორ უნდა მოვიქცე თუ ვერ ვახერხებ კრედიტის დროულად დაფარვას?აუცილებლად დაუკავშირდით კრედიტორს და აუხსენით სიტუაცია, სთხოვეთ კრედიტის გახანგრძლივების მომსახურება.
  • შემიძლია თუ არა ნასესხები თანხის ვადაზე ადრე დაფარვა?თუ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ნასესხები თანხა ვადაზე ადრე დაფაროთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენთვის ხელსაყრელ დროს, თუმცა უნდა გახსოვდეთ რომ საკომისიო გადასახადი შესაძლებელია იგივე დარჩეს.
  • ვინ არეგულირებს და ვინ უწევს ზედამხედველობას კრედიტორის საქმიანობას?კრედიტორის საქმიანობას არეგულირებს საკრედიტო მომსახურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს კრედიტორის ლიცენზირებას და რიგ შეზღუდვებს რომელიც მსესხებელთა ინტერესებს იცავს. კრედიტორებს ზედამხედველობას უწევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბიურო.
  • შემიძლია თუ არა შედარების ცხრილის მეშვეობით კრედიტორების ნდობა?საკრედიტო შედარების სერვისი რეგულარულად თანამშრომლობს კრედიტორებთან, იმისათვის რომ ზუსტად მიაწოდონ საკუთარი წინადადებები ანუ მომსახურების შინაარსი, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ინფორმაცია არის ზუსტი და ჭეშმარიტი.
  • საკრედიტო მომსახურების შედარება ხდის თუ არა ძვირს მომსახურეობას?არა, იმისათვის რომ გაეცნოთ კრედიტორების შემოთავაზებებს, შედარების სერვისი მომხმარებლისგან არანაირ თანხას არ იღებს.