რა არის ხელიდან-ხელში სესხება?

ხელიდან-ხელში სესხება (მარტივად P2P სესხი), სთავაზობს მომხმარებელს და მცირე ბიზნესს ტრადიციული საბანკო სესხების ალტერნატივას. ეს არის ინდივიდუალური გამსესხებლების და მსესხებლების ერთიანი ონლაინ ბაზარი.

ეს არის ფულის სესხების შედარებით ახალი გზა, ის წარმოიშვა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც ბევრმა ბანკმა გაამკაცა პირობები და შეზღუდვები დააწესა სესხების გაცემის პროცესში.

განსხვავებით ტრადიციული დაკრედიტებისგან რაც დამოკიდებულია ფინანსურ სექტორში დადგენილ წესებზე, P2P სესხი საშუალებას აძლევს გამსესხებლებს უზრუნველყოს მსესხებელები ფულით, რითაც შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ საფინანსო ფირმებში დაწესებული ტიპიური დაბრკოლებები.

ამ ტიპის დაკრედიტება პოპულარული გახდა მათთვის, ვისაც სურს მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების რეფინანსირება ან მიმდინარე საკრედიტო ბარათების ვალის გასტუმრება. P2P სესხი როგორც წესი 3 დან 5 წლის ვადით გაიცემა, სადაც გათვალისწინებულია სესხის ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი. საპროცენტო განაკვეთების განსხვავდება და შესაძლებელია იყოს 7%, 15% ან მეტი.

ვის გამოადგება P2P სესხი?

ამ ტიპის სესხი საუკეთესოა მათთვის ვისაც მინიმუმ 1000 ლარის სესხება უნდა. ამ სესხების საკმაოდ გრძელვადიანი ბუნების გამო, ისინი არ არიან შესაფერისი მცირე ფულადი დეფიციტს აღმოსაფხვრელად ან მარტივად დამატებითი ნაღდი ფულის მისაღებად.

ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადს შეუძლია აქციოს P2P სესხები მიმზიდველი, რადგანაც ბევრ მსესხებელს ურჩევნია წინასწარ იცოდეს, თუ რამდენია მათი ყოველთვიური გადასახდელი, რომელიც სწრადი სესხების შემთხვევაში მერყეობს თვიდანთვემდე.

მიუხედავად იმისა, რომ P2P სესხები შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს ბევრი გაჭირვებაში ჩავარდნილი მომხმარებლისათვის, ის არ არის სწორი არჩევანი ყველასთვის.

P2P სესხები არ გამოგადგებათ თუ კი თქვენ:

გაქვთ ცუდი საკრედიტო ისტორია
P2P სესხების გამოყენებისთვის თქვენ უნდა გაგაჩნდეთ სუფთა საკრედიტო ისტორია. არსებული და მიმდინარე საკრედიტო დავალიანებები ასევე შეიძლება გახდეს P2P სესხის აღების დამაბრკოლებელ გარემოებად.

თუ თქვენ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ უპრიანია მიმართოთ სწრაფ ონლაინ სესხებს, რადგანაც სწრაფი სესხების გამცემი ორგანიზაციები მცირე-მოკლევადიანი სესხისათვის ითხოვენ მხოლოდ მიმდინარე შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტს.

გესაჭიროებათ სწრაფი ფული
P2P სესხის პროცედურები ძალიან წააგავენ ტრადიციული საბანკო სესხის დამტკიცების პროცედურებს. თქვენ მოგიწევთ განაცხადის შევსება და პასუხს დალოდება. ჩვეულებრივად პასუხი საბანკოსგან განსხვავებით მალე მოდის, თუმცა რაღაც დრო მაინც არის საჭირო.

მომხმარებელები რომლებსაც ესაჭიროებათ სწრაფი ფული ხშირად მიმართავენ სწრაფი სესხით დაკრედიტორებას. სადაც სასესხო განაცხადება შედის იმავე დღეს და ფული თქვენს საბანკო ანგარიშზე 30 წუთის განმავლობაში ჯდება.

სწრაფი ონლაინ სესხები არის სრულყოფილი საკრედიტო საშუალებო საგანგებო სიტუაციების დროს, როგორიცაა მოულოდნელი ავტომანქანის რემონტი ან ბინის ქირის გადასახადები.

არ მინდა გრძელვადიანი ვალი

ისევე, როგორც ტრადიციული სესხები, P2P სესხები როგორც წესი, გაიცემა ვადით 3-დან 5 წლამდე. თქვენ უნდა იფიქროთ, სესხის დაბრუნება თუ რა გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსებზე და გადაწყვიტოთ თქვენთვის უკეთესი მოკლევადიანი ვარიანტი.

არ დაიზაროთ და მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია და ვარიანტები, რათა უზრუნველყოთ საუკეთესო შედეგი თქვენი ფინანსური მომავალისათვის.